25სექ,2026
DAAD გაცვლითი პროგრამა კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. გრანტის მფლობელ სტუდენტს საშუალება ექნება ისწავლოს გერმანიის სამ ქალაქში, კიოლნში, მიუნსტერსა და პადერბონში, მდებარე ფილიალებში.
კონკურსში მონაწილეობისათვის, სტუდენტს/ი
- აპლიკანტი უნდა იყოს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი წელი (საბაკალავრო საფეხურის შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების შემთხვევაში არაა სავალდებულო)
გრანტის რაოდენობა:
მთლიანი სასწავლო გრანტის რაოდენობა შეადგენს €4,960-ს (€992 თვეში)
კიოლნის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საგნებს გაეცანით ბმულზე
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- CV Euro Pass ფორმატში
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ. ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: გაცვლითი პროგრამა კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 25 ქულა;
- მოტივაცია * - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
* სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს რომელთაც არ აქვთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი ვადები:
22 ოქტომბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
27 ოქტომბერი - საბუთების მიღება
30 ოქტომბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
გერმანიაში ცხოვრების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
ოთახი 408