18თებ,2022
დაიწყე აქ
- შიდა საუნივერსიტეტო გრანტი ყველა ოქროს მედალოსანს
ოქროს მედალოსანი აბიტურიენტები საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში ისარგებლებენ შიდა საუნივერსიტეტო გრანტით, რის ფარგლებშიც დაუფინანსდებათ პირველი სემესტრის სწავლის საფასური.
- 25% შიდა საუნივერსიტეტო გრანტი ყველა პირველი პრიორიტეტით ჩაბარებულ სტუდენტს
საბაუნის პირველი პრიორიტეტით არჩევის შემთხვევაში, პირველ წელს სტუდენტები ისარგებებენ 25% შიდა გრანტით.
- ლეპტოპი ყველა 100% გრანტიან სტუდენტს
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში ყველა 100% გრანტის მფლობელი სტუდენტი მიიღებს ლეპტოპს.
- პლანშეტი და შიდა საგრანტო დაფინანსება ყველა 70% გრანტიან სტუდენტს
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში ყველა 70% გრანტის მფლობელი სტუდენტი მიიღებს პლანშეტს და შიდა საგრანტო დაფინანსებას, რაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი პირველ სასწავლო წელს, დარჩენილ 30% სწავლის საფასურს გრანტის ფარგლებში დაუფინანსებს.
- დამატებით გერმანული ან ფრანგული ენის სწავლა
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს პირველი 2 წლის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა დამატებით აირჩიოს გერმანული ან ფრანგული ენა. სწავლების 2 წლიანი სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში გადაეცემა სერტიფიკატი.
- თანამედროვე და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი
საბაუნი სტუდენტებს სთავაზობს კეთილმოწყობილ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, სტუდენტთა თავისუფალი სივრცითა და ფიტნეს კლუბით.
- გაცვლითი პროგრამები ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში
საბაუნის სტუდენტები ისწავლიან ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისა და საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შიდა საუნივერსიტეტო გრანტებით სრული დაფინანსებით.
- ექსკლუზიური სასერტიფიკატო პროგრამები
საბაუნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თითოეული სტუდენტის საჭიროებას მოერგოს, ამიტომ მუდმივ რეჟიმში ატარებს პროფესიული განვითარებისთვისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო ტრენინგებს.
- საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიებით, როგორიცა: სულხან-საბას სახელობის სტიპენდია; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტიპენდია; სამართლის ფაკულტეტის სტიპენდია; დავით ბატონიშვილის სახელობის სტიპენდია.
- სტაჟირების საუნივერსიტეტო პროგრამები
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენს შესაძლებლობა ექნება გაიაროს სტაჟირება საუნივერსიტეტო პროგრამებში არსებულ პროექტებში ჩართულობით.
- სტარტაპ პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა სტარტაპ პროექტების გრანტის მოსაპოვებლად მიიღოს დარგის ლიდერებისგან სრული კონსულტაციები და რეკომენდაციები.
- დამატებითი ბენეფიტები თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
პირველი პრიორიტეტით საბაუნის არჩევის შემთხვევაში პირველი სემესტრი თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში ( 70 ქულა+) შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლებენ.
- სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა
გადახდის მოქნილი სისტემა გულისხმობს სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას მოთხოვნის შემთხვევაში.