19თებ,2021
დაიწყე აქ - საბაუნის ექსკლუზიური სოციალური კამპანია აბიტურიენტებისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უპრეცედენტო მხარდაჭერას სთავაზობს კიდევ ერთხელ: 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საბაუნიში ჩარიცხული პირველკურსელები შემოდგომის სემესტრში უფასოდ ისწავლიან. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, გვსურს, კვლავ შევუწყოთ ხელი აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში. ეს შეღავათები, აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ფინანსურ წნეხს და დაეხმარება ყველა იმ მომავალ სტუდენტს, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა აბიტურიენტს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხებიან საბაუნიში.
საბაუნი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და უმაღლესი განათლების მიღებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. უფრო მეტიც, აბიტურიენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს 100%, 70% და 50%-ის ოდენობით, საბაუნისგან საჩუქრად მიიღებენ ლეპტოპებსა და პლანშეტებს, რომლებითაც წვდომა ექნებათ ყველა საჭირო სასწავლო მასალაზე, საბაუნის გამოცემებეზე, სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე.
საბაუნის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოქმედ სტუდენტებზეც ვრცელდება. მათ სხვადასხვა ფინანსური და სოციალური შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ, რათა პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა განათლების მიღებაში ხელი არ შეუშალოს. ეს შეღავათები ითვალისწინებს: სწავლის წლიური საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობას, სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს, დამატებით ერთი სასწავლო კურსის უფასოდ გავლის შესაძლებლობას, ერთი წლის მანძილზე 20%-იან ფასდაკლებას ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე შემოდგომის სემესტრიდან და ა.შ.
აბიტურიენტთა ცნობარში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდია 088.