21მაი,2020
დაიწყე სწავლა უფასოდ საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უპრეცედენტო მხარდაჭერას სთავაზობს:
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საბაუნიში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი შემოდგომის სემესტრში უფასოდ ისწავლის.
covid 19 ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, გვსურს, ხელი შევუწყოთ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში. ეს შეღავათები, აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ფინანსურ წნეხს და დაეხმარება ყველა იმ მომავალ სტუდენტს, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა აბიტურიენტს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხებიან საბაუნიში.
კორონა პანდემიამ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საბაუნი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და უმაღლესი განათლების მიღებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
უფრო მეტიც, აბიტურიენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო, სოციალურ ან სხვა დაფინანსებას შემოდგომის სემესტრში, შესაბამისი გრანტის პროპორციულ თანხას საბაუნისგან დამატებითი სტიპენდიის სახით მიიღებენ.