05ოქტ,2022
დამსაქმებელთან შეხვედრა
5 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საბაუნის პარტნიორი ორგანიზაციის - ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრის „ფაზლი“-ს ხელმძღვანელთან ქალბატონ თამარ სეხნიაშვილთან. ცენტრის წარმომადგენელმა ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ,,ფაზლი"-ს საქმიანობის შესახებ, ისაუბრა ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ ინტერვენციაზე და საერთაშირისო მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო 40 საათიანი, ქცევის გამოყენებითი ანალიზის თეორიული საბაზისო კურსიის გავლის შემდეგ, ცენტრში პრაქტიკის უფასოდ გავლისა და შემდგომში სუპერვიზორის მეთვალყურების ქვეშ ქცევის ტექნიკოსად (ქცევის თერაპევტი) დასაქმების შესაძლებლობა შესთავაზა.