07მაი,2026
დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის
30 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მონაწილეებმა ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ მიიღეს და პოტენციურ დამსაქმებლებს პირადად შეხვდნენ.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა სტუდენტმა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა სფეროს წამყვანი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია
- საქართველოს ბანკი
- მარგებელი ჰოლდინგი
- HR Space
- „ხელი ხელს“
- ნიკორა ტრეიდი
- სადაზღვეო კომპანია „ბენეფიტსი“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით, ქმნის მათთვის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს პროფესიულ წინსვლას.