06ივნ,2015
დელეგაცია თომას მორის აკადემიიდან
015 წელს 6 ივლისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია დელეგაცია თომას მორის აკადემიიდან (ბერნსბერგი, კიოლნი, გერმანია). უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნმა ვაჟა ვარდიძემ სტუმრებს შესთავაზა მოხსენება საქართველოში უმაღლესი განათლების (საგანმანათლებლო სისტემის) შესახებ. სტუმრებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა შემოთავაზებული თემა, რაზეც მათ მიერ დასმული მრავალი კითხვა მოწმობს. სტუმრები ასევე გაეცვნენ საბაუნის ისტორიას, მოიწონეს უნივერსიტეტის მიერ განვლილი გზა და წარმატებები გვისურვეს.