02ნოე,2026
Erasmus+ სასწავლო მობილობა პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აფილირებული პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე საბაუნის აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვს ისარგებლონ Erasmus+ ICM Teaching Mobility - ს პროგრამით შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში.
|
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
ყოველდღიური გრანტი ევრო დღიურად |
მიმართულება |
დოკუმენტი |
|
ესპანეთი |
160 ევრო X 7 |
ფსიქოლოგია |
მობილობის ხელშეკრულება |
|
|
კვიპროსი |
160 ევრო X 7 |
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესი, მენეჯმენტი |
მობილობის ხელშეკრულება |
|
|
მალტა |
140 ევრო X 7 |
სამართალი |
მობილობის ხელშეკრულება |
|
|
პოლონეთი |
140 ევრო X 7 |
სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი |
მობილობის ხელშეკრულება |
|
|
პოლონეთი |
140 ევრო X 7 |
სამართალი ბიზნესი |
მობილობის ხელშეკრულება |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 TOEFEL, IELTS; ან ცნობა, რომ აკადემიური პირი ფლობს უნარს წაიკითხოს ლექცია უცხო ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- პარტნიორი უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის მოკლე აღწერა; / ან მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ ცხრილიდან)
- CV Euro pass ფორმატში;
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 5 ნოემბრისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
5 ნოემბერი - განაცხადების მიღება
6 ნოემბერი - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების ნომინირება და მიმღებ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია
დეკემბერი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (აკადემიური პერსონალი) - 3 ქულა;
- აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) – 3 ქულა;
- ჩასატარებელი ლექციების შინაარსი (აკადემიური პერსონალი) - 3 - ქულა;
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან - 3 ქულა
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები - 3 ქულა.
(სადაც 1 = საშუალოზე დაბალს; 2 = საშუალოს; 3 = კარგს).
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; +995322422242/115