
13ნოე,2023
Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა იაშის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ალექსანდრე იან კუზის უნივერსიტეტში Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.
ადმინისტრაციული მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში შესაბამისი მიმართულების კოლეგებთან შეხვედრას, გამოცდილების გაზიარებას და მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. მობილობა განხორციელდება 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე.
ადმინისტრაციული მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში შესაბამისი მიმართულების კოლეგებთან შეხვედრას, გამოცდილების გაზიარებას და მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას.
Erasmus+ აფინანსებს მგზავრობის (275 ევრო) და უცხოეთში ყოფნის ხარჯს (140 ევრო X 7).
მობილობა ცხადდება შემდეგი მიმართულებებისთვის:
• საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
• უწყვეტი განათლება
• ფინანსები
• ზოგადი და ტექნიკური ადმინისტრაციული პერსონალი
• სტუდენტებთან დაკავშირებული სამსახურები
უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია საბაუნის ელ. ფოსტიდან საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: STT Alex Ian Cuza University
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
საბაუნის ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც ჩართულია სრულ განაკვეთზე და აქვს მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება საბაუნიში.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
• CV
• პასპორტის ასლი
• შევსებული მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან)
• სამოტივაციო წერილი
• ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული საბაუნის უცხო ენების ცენტრის მიერ)
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (რამდენად აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
• რელევანტურობა გამოცხადებულ მიმართულებებთან
• მობილობს შედეგები უნივერსიტეტისათვის
საბუთების განხილვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაინიშნოს ინტერვიუ შესარჩევ კომისიასთან.
თანაბარი პირობების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც არ აქვს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
ოთახი 408, ტელ.: 2422242/115. ელ. ფოსტა: ir@sabauni.edu.ge