06სექ,2024
Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობა იაშის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ, იაშის ალექსანდრუ იან კუზას უნივერსიტეტში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე),
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას წინასწარ შეთანხმებულ თემაზე (ჯამში 8 აკადემიური საათი).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV
- ცნობა სამსახურიდან
- მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ ცხრილიდან, შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 18 სექტემბრისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
18 სექტემბერი - განაცხადების მიღება
19 – 20 სექტემბერი - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა
29 სექტემბრის კვირა - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი; (20 ქულა)
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) (30 ქულა)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან; (20 ქულა)
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები. (30 ქულა)
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს და ასევე პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; +995322422242/115