11იან,2024
Erasmus+ დამატებითი კონკურსი კალიშის უნივერსიტეტში
ცხადდება განცხადებების მიღების დამატებითი ეტაპი კალიშის უნივერსიტეტში Erasmus+ ICM სტუდენტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლიან კალიშის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
Erasmus+ სასწავლო გრანტი:
ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევრო
მგზავრობის ხარჯი: 275-360 ევრო
პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელს და ჯანმრთელობის დაზღვევას
კალიშის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები ინგლისურ ენაზე.
ინფორმაცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი სემესტრის და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;
- სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ფინანსური დავალიანება;
- სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
შენიშვნა: ფაკულტეტთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის ჩართვაც მობილობის პროცესში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში);
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge გამოგზავნისას ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ KALISZ.
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაუნიში უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მნიშვნელოვანი ვადები:
15 იანვარი - საბუთების მიღება
16 იანვარი - ტესტირება / გასაუბრება უცხო ენაში
შერჩეული კანდიდატები ინფორმაციას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიიღებენ ელ.ფოსტის მეშვეობით.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ir@sabauni.edu.ge