
04ივლ,2022
Erasmus+ Პერსონალის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
Სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამთა მიქაბერიძე Erasmus+ პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტის სეგოვიას ფილიალში. ერთი კვირის მანძილზე თამთა მიქაბერიძემ საქმიანი შეხვედრები გამართა ესპანელ კოლეგებთან.
“ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ვიზიტი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო Ჩემთვის. მარია ზამბრანოს ახალი კამპუსი, რომელიც ქალაქ სეგოვიაში მდებარეობს ერთ სივრცეში აერთანებს სტუდენტებს, მეწარმეებსა და აკადემიურ პერსონალს. ვიზიტის პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ შეხვედრაში, სადაც გავაზიარეთ გამოცდილება უნივერსიტეტებისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის შესახებ. ტურიზმის პროგრამაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც აკადემიურ პერსონალთან, ასევე სამივე საფეხურის სტუდენტებთან. გავცვალეთ ინფორმაცია ორივე ქვეყნის ტურისტული პროტენციალის შესახებ, ვისაუბრეთ სასწავლო პროგრამებსა და პანდემიის შედეგად კონიუნქტურული ცვლილებების შესახებ. აკადემიურ პერსონლთან ერთდ დავსახეთ მომავალ თანამშრომლობის პერსპექტივები. ნაყოფიერი და საინტერესო იყო ვალიადოლიდის უნივერიტეტის სამეცნიერო პარკის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კურსდამთავრებულებთან, სტუდენტებთან და მეწარმე -ანტრეპრენერებთან ურთიერთობის საკითხები და ვისაუბრეთ მომავალი ერთობლივი პროექტების შესახებ” - თამთა მიქაბერიძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ვალიადოლიდის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად Erasmus+ მობილობის პროგრამით არაერთმა საბაუნის სტუდენტმა და პერსონალმა ისარგებლა.