15ოქტ,2026
Erasmus+ მობილობა დოქტორანტებისთვის კადისის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლიან კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სადოქტორო სკოლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
- შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
- სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება
გრანტი:
- ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო;
- ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტი (სოციალურად დაუცველი, საზღვრისპირა რეგიონიდან, მაღალმთიანი რეგიონიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან....) მიიღებს დამატებით გრანტს 250 ევროს ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (33%) მიიღებენ ასევე დამატებით ფინანსურ დახმარებას;
- მგზავრობა: 1188 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს. ვინაიდან მობილობის ხანგძლივობაა 5 თვე, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა ან სპეციალური ნებართვა მობილობის პერიოდში ესპანეთში საცხოვრებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, ვიზის ასაღებად საჭიროა თურქეთში წასვლა. ასევე, შესაძლებელია სტუდენტი წავიდეს ვიზის გარეშე (უვიზო მიმოსვლის ფარგლებში) და ადგილზე აიღოს ნებართვა (რაც გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული).
კადისის უნივერსიტეტის აკადემიური კოორდინატორები
ვრცლად ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ ეწვიეთ ბმულს
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი მინიმუმ B2 (ესპანური, ინგლისური, ფრანგული) (მოითხოვეთ უცხო ენათა ცენტრში sh.gogiashvili@sabauni.edu.ge , მიუთითეთ მიზნობრიობა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- კვლევის გეგმა
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
- ინკლუზიურობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
- საზოგადოებრივი ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პირადი ინფორმაციის მიმღებ უნივერსიტეტისთვის გაზიარებაზე სტუდენტის თანხმობა. (ინფორმაცია გაზიარდება შერჩევის შემდეგ ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან და გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა საბაუნიში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე (სწავლის საფასურის გადახდა).
საბაუნის შერჩევის კრიტერიუმებია:
- კვლევის გეგმა - 3 ქულა;
- რელევანტურობა გამოცხადებული მობილობის მიმართულებასთან - 3 ქულა;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები - 3 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 3 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 3 ქულა (სადაც 1 = საშუალოზე დაბალს; 2 = საშუალოს; 3 = კარგს) ესპანური მხარის შერჩევის კრიტერიუმებია:
- ერასმუს+ პროგრამაში პირველადი მონაწილეობა - 1 ქულა
- აკადემიური მოსწრება - 2 ქულა
- სტუდენტის კვლევითი გეგმა - 2 ქულა
- ესპანური ენის ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) – 1 ქულა
- სხვა ენების ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) - 1 ქულა
- ინკლუზიურობა (თუ სტუდენტი მიეკუთვნება Erasmus+ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სტრატეგიაში გაწერილ რომელიმე ჯგუფს) - 3 ქულა
შენიშვნა:
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული. პირველ ეტაპზე ხდება სტუდენტების შერჩევა და მასპინძელი უნივერსიტეტისთვის ინფრომაციის მიწოდება.
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: (მეორე ეტაპი)
- პასპორტის ასლი
- ენის სერტიფიკატები
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება (პდფ ფორმატში)
მნიშვნელოვანი ვადები:
- 27 ოქტომბერი - საბუთების მიღება
- 30 ოქტომბერი 12:00 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.