
04თებ,2025
Erasmus+ მობილობა დოქტორანტებისთვის
ცხადდება ღია კონკურსი სადოქტორო სკოლის სტუდენტებისთვის Erasmus+ კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად. შერჩეული კანდიდატები კვლევით საქმიანობას წარმართავენ კვიპროსის ღია უნივერსიტეტის შემდეგ ლაბორატორიებში:
- Cybersecurity and Telecommunications Research Lab
- Computational Cognition Lab
- Chemical Engineering and Engineering Sustainability Lab
- Cyprus Center for Trustworthy AI (CyCAT)
მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ჰიბრიდულ ფორმატში, რაც გულისხმობს, მინიმუმ 2 თვე კვიპროსში ყოფნას ონლაინ კომპონენტებით.
გრანტი:
მგზავრობა
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევრო.
ვრცლად ინფრომაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე
აპლიკანტებმა უნდა მიმართონ კვიპროსის ღია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს სამოტივაციო წერილით, სადაც აღწერენ თემას, რომელზეც მუშაობენ და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის რომელ ლაბორატორიაში სურთ მუშაობა. მას შემდეგ რაც მიიღებენ დასტურს, უნდა მოგვწეროთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში და გადმოაგზავნოთ შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან) და მოტივაცია (ქართულ ენაზე) საერთაშორისო ურთიერთბების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ Easmus+ PhD mobility OUC.
შესარჩევი კომისია დაამუშავებს მონაცემებს და შერჩეულ კანდიდატების სიას გადააგზავნის მიმღებ უნივერსიტეტში. საბოლოო პასუხს კანდიდატები მიიღებენ კვიპროსის ღია უნივერსიტეტიდან.
საბუთების გადმოგზავნის ბოლო ვადა 6 თებერვალი. 14:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერენ ir@sabauni.edu.ge