
25მარ,2025
Erasmus+ მობილობა PhD სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სადოქტორო სკოლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
- შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
- სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება
- სტუდენტს რომელსაც ერთ საფეხურზე უკვე მოპოვებული აქვს Erasmus+ ICM გრანტი.
გრანტი:
ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო
• ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტი (სოციალურად დაუცველი, საზღვრისპირა რეგიონიდან, მაღალმთიანი რეგიონიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან ....) მიიღებს დამატებით გრანტს 250 ევროს ოდენობით.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (33%) მიიღებენ ასევე დამატებით ფინანსურ დახმარებას.
• მგზავრობა: 820 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
ვინაიდან მობილობა გულისხმობს 5 თვიან ყოფნას ესპანეთში, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა ან სპეციალური ნებართვა მობილობის პერიოდში ესპანეთში საცხოვრებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, ვიზის ასაღებად საჭიროა თურქეთში წასვლა. ასევე, შესაძლებელია სტუდენტი წავიდეს ვიზის გარეშე (უვიზო მიმოსვლის ფარგლებში) და ადგილზე აიღოს ნებართვა.
კადისის უნივერსიტეტის კოორდინატორები
მკვევართა ჯგუფები
ვრცლად ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ ეწვიეთ ბმულს:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი მინიმუმ B1 (ესპანური, ინგლისური, ფრანგული)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 6)
• კვლევის გეგმა და მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელისაგან, ან ესპანელი პროფესორისაგან, რომელიც მზად არის ხელმძღვანელობა გაუწიოს დოქტორანტს.(დანართი 5)
• CV Euro pass ფორმატში;ბმული
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
• ინკლუზიურობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა2: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა3: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა საბაუნიში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
საბაუნის შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ესპანური მხარის შერჩევის კრიტერიუმებია:
• ერასმუს+ პროგრამაში პირველადი მონაწილეობა - 1 ქულა
• აკადემიური მოსწრება - 2 ქულა
• სტუდენტის კვლევითი გეგმა - 2 ქულა
• ესპანური ენის ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) – 1 ქულა
• სხვა ენების ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) - 1 ქულა
• ინკლუზიურობა (თუ სტუდენტი მიეკუთვნება Erasmus+ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სტრატეგიაში გაწერილ რომელიმე ჯგუფს) - 3 ქულა
ეტაპები:
პირველ ეტაპზე სტუდენტების შერჩევა გამგზავნი და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ.
• ივნისის შუა რიცხვები - გამოქვეყნდება პირველადი სია, შეფასებების მითითებით
• ივნისის ბოლო - საბოლოოდ შერჩეული სტუდენტების სიის გამოქვეყნება
მეორე ეტაპზე ონლაინ აპლიკაციის შევსება და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება (კადისის უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება მაისის დასაწყისში)
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: (მეორე ეტაპი)
• პასპორტის ასლი
• ენის სერტიფიკატები
• ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება (პდფ ფორმატში)
მნიშვნელოვანი ვადები:
10 აპრილი, 11:00 სთ - ინგლისურ ენაში ტესტირება (მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია წინასწარ არაუგვიანეს 9 აპრილისა)
12 აპრილი - საბუთების მიღება
14 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტაციის დასრულების შემდეგ)
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
მიმდინარე წლის 3 აპრილს, 20:00 საათზე ონლაინ ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა,სადაც დაინტერესებულ პირებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამის შესახებ.
შეხვედრის ბმული