23ოქტ,2024
Erasmus+ პერსონალის მობილობა კადისის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც განხორციელდება კადისის უნივერსიტეტში. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV;
- მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან და შეავსეთ გაყვითლებული გრაფები);
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია).
მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მოთხოვნებს გაეცანით ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბრისა
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
10 ნოემბერი - განაცხადების მიღება
11 ნოემბრის კვირა - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა
ნოემბერი-დეკემბერი- მიმღებ უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და და შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს და ასევე პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13