
05დეკ,2023
Erasmus+ სასწავლო მობილობა აკადემიური პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე), რომელიც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. დეტალურად იხილეთ აქ.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს წინასწარ ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
2023-2024 აკადემიური წლის მანძილზე საბაუნის აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვს ისარგებლონ Erasmus+ ICM Teaching Mobility-ს პროგრამით შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
მიმართულება |
დოკუმენტი |
ჩეხეთი |
სამართალი |
||
მალტა |
სამართალი |
მობილობის ხელშეკრულება | |
ნორვეგია |
ბიზნესი, მენეჯმენტი |
მობილობის ხელშეკრულება | |
პოლონეთი |
თეოლოგია, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, რელიგიათმცოდნეობა |
მობილობის ხელშეკრულება | |
პოლონეთი |
მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა /ადმინისტრირება |
მობილობის ხელშეკრულება | |
სლოვაკეთი |
ჰუმანიტარული |
მობილობის ხელშეკრულება |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერის გარეშე ვორდის ფორმატში (ჩამოტვირთეთ ცხრილიდან, შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 28 დეკემბრისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
28 დეკემბერი - განაცხადების მიღება
29 დეკემბერი - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა
8-15 იანვარი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (20 ქულა)
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) (30 ქულა)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან (20 ქულა)
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები (30 ქულა)
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს და ასევე პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13