09ოქტ,2024
Erasmus+ სასწავლო მობილობა აკადემიური პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
2024-2025 აკადემიური წლის მანძილზე საბაუნის აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვს ისარგებლონ Erasmus+ ICM Teaching Mobility - ს პროგრამით შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
ყოველდღიური გრანტი ევრო დღიურად |
მიმართულება |
პოზიცია |
დოკუმენტი |
ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი |
ესპანეთი |
160 ევრო X 7 |
ფსიქოლოგია თეოლოგია |
აფილირებული |
|
უნგრეთი |
140 ევრო X 7 |
სამართალი, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა |
აფილირებული |
||
ოსტფოლდის უნივერსიტეტი |
ნორვეგია |
180 ევრო X 7 |
ბიზნესი, მენეჯმენტი |
აფილირებული |
|
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში |
ჩეხეთი |
140 180 ევრო X 7 |
თეოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები |
აფილირებული |
|
პოლონეთი |
|
თეოლოგია, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, რელიგიათმცოდნეობა |
აფილირებული, აკადემიური |
||
პოლონეთი |
140 ევრო X 7 |
მედიცინა |
აფილირებული, აკადემიური, მოწვეული |
||
პოლონეთი |
140 ევრო X 7 |
მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა /ადმინისტრირება |
აფილირებული |
||
პოლონეთი |
140 ევრო X 7 |
ჰუმანიტარულ მეცნიერებები |
აფილირებული აკადემიური, მოწვეული |
||
სლოვაკეთი |
140 ევრო X 7 |
თეოლოგია, ფსიქოლოგია |
აფილირებული აკადემიური, მოწვეული |
არააფილირებული პერსონალის შემთხვევაში წინაპირობაა, რომ არ უნდა იყოს სხვა უნივერსიტეტში აფილირებული.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ ცხრილიდან, შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბრისა
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
10 ნოემბერი - განაცხადების მიღება
11 ნოემბრის კვირა - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა
17-29 ნოემბერი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს და ასევე პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13