16სექ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ნორვეგიაში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან ოსტფოლდის უნივერსიტეტში (ნორვეგია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს;
- შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს;
- დამამთავრებელი კურსის /სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს);
- სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
დაფინანსება:
გრანტი: 900 ევრო თვეში
მგზავრობა: 360 / 530 ევრო (დამოკიდებულია რომელ ფილიალში ისწავლით)
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში, მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია აქ);
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Erasmus+ ICM Ostfold University.
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
მნიშვნელოვანი ვადები:
7 ოქტომბერი, 15:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი
8 ოქტომბერი - საბუთების მიღება
9 ოქტომბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
15 ოქტომბერი - ნომინირებულ სტუდენტთა სიის გადაგზავნა მასპინძელ უნივერსიტეტში
1 ნოემბერი - შერჩეულ სტუდენტთა აპლიკაცია მიმღები უნივერსიტეტის პორტალზე
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, იხილეთ ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.