13მარ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ოსტფოლდის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან ოსტფოლდის უნივერსიტეტში (ნორვეგია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს;
• შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს;
• დამამთავრებელი კურსის/სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს);
• სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
დაფინანსება:
გრანტი: 900 ევრო თვეში
მგზავრობა: 360 / 530 ევრო (დამოკიდებულია რომელ ფილიალში ისწავლით)
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან;
• სასწავლო ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Erasmus+ ICM Ostfold University.
შენიშვნა1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
მნიშვნელოვანი ვადები:
4 აპრილი, 10:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი
9 აპრილი - საბუთების მიღება
10-11 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
მიმღები უნივერსიტეტის მიერ საბოლოო შერჩევის შემდეგ, სტუდენტები დარეგისტრირდებიან ოსტფოლდის უნივერსიტეტს პორტალზე, არაუგვიანეს პირველი მაისისა.
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, იხილეთ აქ.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.