15მარ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ითვალისწინებს სტუდენტების მობილობას 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი).
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს;
• შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს;
• დამამთავრებელი კურსის/სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს);
• სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება;
• სტუდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ გრანტი ორი სემესტრის განმავლობაში.
დაფინანსება:
• გრანტი: 850 ევრო თვეში
• მგზავრობა: 530 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
შენიშვნა 1: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ესპანეთში ერთი სემესტრის განმავლობაში წასვლის შემთხვევაში, სტუდენტს ესაჭიროება ეროვნული ვიზა, რომლის აღებაც შესაძლებელია თურქეთში (სტამბოლი, ანკარა), ესპანეთის საკონსულოებში. ასევე, შესაძლებელია სტუდენტმა ისარგებლოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ადგილზე ჩასვლის შემდეგ მოითხოვოს საემიგრაციო სამსახურიდან ცხოვრების ნებართვა/ვიზის გაგრძელება. თუმცა, ეს უკანასკნელი გაცილებით რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ, ესპანეთში წასვლამდე მოაგვარონ ვიზის საკითხი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ Erasmus+ ICM Catholic University of Valencia.
შენიშვნა 2: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 3: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია (გადაიხადოს სწავლის საფასური) უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტს ან/და სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ გრანტი მიღებული.
ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტად შეიძლება ჩაითვალოს სტუდენტი რომელსაც აქვს/ჰყავს:
- შეზღუდული შესაძლებლობები (ფიზიკური);
- სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური შემოსავალი და უფრო ნაკლები;
- საზოგადოებიდან გარიყვის რისკი;
- მრავალშვილიანი/ერთმშობლიანი ოჯახი;
- გენდერული ძალადობის მსხვერპლი;
- სრულ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტი.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
მნიშვნელოვანი ვადები:
4 აპრილი, 10:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი
9 აპრილი - საბუთების მიღება
10-11 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, იხილეთ ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.