11ოქტ,2024
Erasmus+ სტუდენტებისთვის 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრზე
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ის KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გრანტის მფლობელი სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან პარტნიორ უნივერსიტეტებში. მობილობის პერიოდი სრულად დაფინანსებულია, სტუდენტი მიიღებს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობისათვის, სტუდენტს/ი
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი სემესტრი (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით) და მინიმუმ 3 სემესტრი განაცხადის შევსების ეტაპზე (სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში).
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება
დამამთავრებელის სემესტრის სტუდენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფაკულტეტის დეკანთან.
საბაუნის სტუდენტებს შეუძლით ისწავლონ შემდეგ უნივერსიტეტებში:
University |
Country |
Amount of the Grant** |
Course* |
Faculty/Academic programs |
Hungary |
800 Euro per month |
Social Sciences |
||
Poland |
800 Euro per month |
Public Administration, Law |
||
Poland |
800 Euro per month |
Social Sciences |
* მოცემულია გასული წლის კურსები, რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს უმნიშვნელოდ
** სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებისათვის, ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია დამატებითი გრანტის მიღება 250 ევროს ოდენობით.
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს დაზღვევის ხარჯებს და ვიზის მოსაკრებელს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
• აკადემიური მოსწრების ბარათი
• უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
• CV Euro Pass ფორმატში (https://europa.eu/europass/en)
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან
• სოციალურად დაუცველი, ან სხვა ნაკლები შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი ***
*** სტუდენტი რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან მიეკუთვნება ადვილად მოწყვლად საზოგადოებრივ ჯგუფს
• მრავალშვილიანი ოჯახი, ერთ მშობლიანი ოჯახი;
• იძულებით გადაადგილებული ოჯახი;
• სოციალურად დაუცველი;
• საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები;
• სხვა ნიშნით შევიწროვების საშიშროების მქონე სტუდენტი.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ და იმ უნივერსიტეტის სახელი, სადაც გსურთ განაცხადის გაკეთება.
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა 40%
• მოტივაცია 30 % ****
**** სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ან/და სტუდენტს რომელსაც არასოდეს უსარგებლია სასწავლო გრანტით უცხოეთში.
მნიშვნელოვანი ვადები:
7 ნოემბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
10 ნოემბერ (23:59სთ) - საბუთების მიღება
11 ნოემბრის კვირა - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
ოთახი 408