
15ოქტ,2021
#ErasmusDays საბაუნიში
Სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი შეუერთდა საერთაშორისო ღონისძიებას “ერასმუსის დღეები” (ErasmusDays) და 2021 წლის 15 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით უმასპინძლა Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრას.
Პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომელსაც სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთიდან. Მიმღები უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაცია გააკეთეს უნივერსიტეტებისა და ერასმუს+ -ით კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობებზე, ასევე უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
Შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოეთში ერთი სემესტრით სასწავლებლად წასული საბაუნის Erasmus+ გრანტის მფლობელი სტუდენტები იტალიიდან და ჩეხეთიდან, რომელთაც ისაუბრეს უცხოეთში სწავლების პროცესზე, სირთულეებსა და სიკეთეებზე.
Საერთაშორისო ურთიერთბების მენეჯერმა დამსწრე სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ერასმუს+ პროგრამის, კონკურსში მონაწილეობის პროცედურებისა და საბაუნის შეთავაზებების შესახებ.
ErasmusDays2021 საერთაშორისო ღონისძიებაა, ერასმუს+ პროგრამის აღსანიშნავად, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში. 2021 წელს 14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით 5668 ღონისძიებაა ჩანიშნული, მათ შორის თორმეტი ღონისძიება საქართველოში.
გალერეა


