17ოქტ,2017
Erasmus+საინფორმაციო შეხვედრა
6 ოქტომბერს, საბაუნის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა Erasmus+ ის ერასმუს+ ის სასტიპენდიო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს 2016-2017წლის საგაზაფხულო სემესტრში მონაწილე სტუდენტებმა, ხატია გელაშვილმა და ზურაბ დარცმელიამ. დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს ერასმუს+ ის სტიპენდიას და ერთი სემესტრით სასწავლებლად გაემგზავრება ლუბლინის უნივერსიტეტში. სტიპენდია ფარავს მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს.
საბაუნი ლუბლინის უნივერსიტეტთან Erasmus+ის ფარგლებში თანამშრომლობს 2015-2016 სასწავლო წლიდან.