
02აგვ,2021
ერთი სემესტრი ვიშინსკის უნივერსიტეტში
მარიამ ჯიქურაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრი პოლონეთში, კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტში გაიარა FUCE (ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაცია) სასწავლო გრანტით. პანდემიის მიუხედავად, მარიამმა მოახერხა პოლონეთში წასვლა და იქაური სტუდენტის ცხოვრების გამოცდილების მიღება. მარიამი მოგვითხობს მოლოდინების გამართლებასა და გაცვლითი პროგრამის მთავარ ბენეფიტებზე.
რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით (რა გამართლდა და რა არა?)
ვფიქრობ გამართლდა ჩემი ყველა მოლოდინი, დაწყებული იქიდან რომ მივიღე ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება, შესაძლებლობა მქონდა მესწავლა საინტერესო სასწავლო კურსები არა მხოლოდ ჩემი სფეროდან და ამ მხრივ ვფიქრობ, დიდი გამოწვევა წარმატებით გადავლახე. გავიცანი უამრავი ადამიანი, ლექტორები, სტუდენტები თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი მოსწავლეები.
რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ყველაზე მთავარი იყო ის დამოუკიდევლობა რაც ამ პროგრამამ ყველაზე მეტად მასწავლა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და იმის გააზრება რომ მე არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩემს უნივერსიტეტსა და ქვეყანას წარმოვადგენდი.
რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
პირველი რაც აუცილებლლად უნდა ავღნიშნო არის პუნქტუალურობა და აუცილებლად თავდაჯერებულობა, ვფიქრობ ყველაფერთან ერთად წარმატებულად განვლილი ეს პროგრამა თითოეულ მონაწილეს თვითშეფასებას აუმჯობესებს.
რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
ამ პროგრამის წყალობით ვისწავლე ინფორმაციის სწორად გადახარისხება და საჭირო მასალის შედარებით მატივად დამახსოვრება/გამოყენება, ვფიქრობ ზემოთხსენებული მთელი ცხოვრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მეთოდი, აუცილებლად გამომადგება.
იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
გამოვყოფდი ლუდვინგ ვიტგენშტეინის ფილოსოფიურო აზროვნებისა და ნაშრომების განხილვის კურს, რომელიც უნიკალური იყო პირველი, იმიტომ რომ ერთ-ერთი იძლიერესი თანამედროვე პოლონელი ლექტორი/ფილოსოფოსი მასწავლიდა და აგრეთვე თავად კურსსი სირთულისა და ჩემს ფილოსოფიასთან არანაირი კავშირის მიუხედავად იმდენად საინტერესო და ღრმა შინაარსის აღმოჩნდა, დღემდე ვარ ვიტგენშტეინის მიერ შემუშავებული ფილოსოფიის გავლენის ქვეშ და ალბათ კიდევ ბევრი წელი გავაგრძელებ მისი ნაშრომების კითხვასა და შესწავლას.
თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში...
ალბათ მსოფლიო რელიგიების შემსწავლელი კურსი, რომელმაც თავისი ღრმა შინაარსით განსაკუთრებული როლი დატოვა ჩემს ზოგად განათლებაში.
რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
მომენატრება ყოველი დღის გათენება ჩემთვის საყვარელი ლექციების მოსმენა და თავისუფალ დროს ვარშავის ქუჩებში სეირნობისას, ადამიანებში, არქიტექტურასა თუ კულინარიაში სიახლების აღმოჩენისას გამოწვეული სიხარული.
შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
პირველ რიგში უნდა ავღნიშნო ლექტორებისა და სტუდენტევბის უშუალო დამოკიდებულება, ვფიქრობ საქართველოში სტუდენტსა და ლექტორს შორის ხშირად მაინც ისეთი დიდი ბარიერია, როგორიც ძველ პერიოდში მოსწავლეებსა და უფროსს მასწავლებლებს შორის იყო. რაც პირველივე ჯერზ ვიგრძენი არის ის, რომ აქ სტუდენტი და ლექტორი უფრო მეტად მეგობარია ერთმანეთის ვიდრე სხვა დანარჩენი.... გარდა ამისა სტუდენტურ ცხოვრებას ვფიქრობ აქ უფრო სერიოზულად ეკიდებიან, წლევანდელი სტატისტიკით, ჩემს მასპინძელ უნივერსიტეტში მოსწავლეთა პროცენტულობა რომლებმაც საგნები ვერ ჩააბარეს მხოლოდ 4%იყო, რაც ნიშნავს იმას რომ სტუდენტები დიდი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა საგანს.
რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
დავიწყოთ იქიდან რომ ხდები ახალი და ძალიან საინტერესო ქვეყნის, უნივერსიტეტისა და გარემოს ნაწილი, იღებ სტანდარტულიდან განსხვავებულ, ევროპულ გამოცდილებას განათლების მხრივ და ეცნობი უზომოდ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც შენს ცხოვრებაზე გავლენას თავისებურად აუცილებლად ახდენენ.
თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში...
თუკი თქვენ ხართ ის იღბლიანი ადამიანი, რომელსაც ეს შანსი მოგეცათ, გილოცავთ! თქვენ ცზოვრება ძალიან ლამაზ და საინტერესო ეტაპს გიმზადებთ, რომელიც აუცილებლად სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
მეგონებოდა რომ ვიყავი თავისუფალი, იმის ცოდნის გარეშე თუ რაა არის რეალურად თავისუფლება.
გალერეა


