
04ივლ,2025
ერთწლიანი LL.M პროგრამები ბუდაპეშტში დაფინანსებით
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს და აქტიური სტატუსი მქონე დოქტორანტებს საშუალება აქვთ მიიღონ ცენტრალური ევროპული აკადემიის (CEA) სასწავლო გრანტი და ისწავლონ ერთწლიან LL.M პროგრამებზე მიშკოლცის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). შემოთავაზებულია ორი სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების და ბავშვთა საერთაშორისო უფლებების მიმართულებით. ორივე პროგრამა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, უმეტესად ონლაინ, ხოლო სემესტრში ერთხელ გათვალისწინებულია 4 დღიანი პირისპირ შეხვედრა ადგილზე. ასევე, პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა დაწეროს 30-40 გვერდიანი ნაშრომი ინგლისურ ენაზე.
ცენტრალული ევროპული აკადემიის მიერ გაცემული სასწავლო გრანტი ფარავს სტუდენტის სწავლის საფასურს და სხვა ხარჯებს.პირველი სემესტრის მანძილზე სტიპენდიის რაოდენობაა რეგისტრაციის და სწავლის საფასური (250 000 უნგრული ფორინტი + 3 000 უნგრული ფორინტი ამ ეტაპისთვის). სტიპენდიის მაქსიმალური რაოდენობაა 900 000 უნგრული ფორინტი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, აქტიურ სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ასევე სადოქტორო პროგრამის კურსამთავრებულებს. შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- CV
- სამოტივაციო წერილი (უნდა მოიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის
- პროფესიული გამოცდილებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ).
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
დაინტერესებულმა პირებმა მოთვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 7 სექტემბრისა.
სათაურის ველში მიუთითეთ LL.M. in Hungary.
შერჩევის კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- ინგლისური ენის ცოდნა
- აკადემიური მოსწრება/პროფესიული გამოცდილება
თანაბარაი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომელთაც არ აქვთ მონაწილეობა მიღებული საერთაშორისო გაცვლით პროექტებში.
ეტაპები:
პირველი ეტაპი; 7-13 სექტემბერი: აპლიკანტების შერჩევა და ნომინირებულ სტუდენტთა სიის გადაგზავნა აკადემიაში
მეორე ეტაპი; 15 სექტემბერის შემდეგ: ცენტრალური ევროპული აკადემიის მიერ
აპლიკანტების შერჩევა, მათთან კომუნიკაცია.
ვრცლად პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე
ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობის პროგრამა
საერთაშორისო და შედარებითი ბავშვთა უფლებების სამაგისტრო პროგრამა
გასულის წელს საბაუნის ოთხმა სტუდენტმა გაიარა აღნიშნული კურსი
წარმატებით. მათი გამოცდილების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.