12ნოე,2021
ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) გენერალურ ასამბლეა
საბაუნი წარმომადგენლები რექტორი პროფ. ვაჟა ვარდიძე და პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) გენერალურ ასამბლეას ესწრებიან.
ანსამბლეა ბარსელონაში, 11-13 ნოემბერს იმართება და ევროპის მასშტაბით ფედერაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.
შეხვედრაზე რექტორმა მოკლე პრეზენტაცია გააკეთა საბაუნისა და საქართველოში ეკლესიის სოციალური სწავლების მიმართულებით უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.
გენერალური ასამბლეა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანია ფედერაციის წევრი უნივერსიტეტების დაახლოება, ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.
საბაუნი ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციაში 2018 წელს გაწევრიანდა და ამ დროიდან მოყოლებული აქტიურადაა ჩართული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ფედერაციის წევრობის წყალობით, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნეირებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიპოვონ ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის დადგენილი სასწავლო სტიპენდიები (FUCE Scholarship) და ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში ერთი სემესტრი სრული დაფინანსებით. FUCE დაფუძნდა 1991 წელს და დღესდღეობით აერთიანებს 60-ზე მეტ ევროპის და ლიბანის უნივერსიტეტებს.