02მაი,2019
Free Market Road Show
2019 წლის 13 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-11 საერთაშორისო კონფერენციას FREE MARKET ROAD SHOW. Europe at a crossroads – Reinventing Freedom 30 Years After the Wall. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება მარტიდან მაისის ჩათვლით ევროპისა და კავკასიის 30 ქალაქში გამოჩენილი მეცნიერების, ბიზნესმენების, დიპლომატების, სხვა ოფიციალური პირების, სტუდენტების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
თბილისში კონფერენცია ჩატარდა საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის და "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" და ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის ორგანიზებით. კონფერენცია გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ვაჟა ვარდიძემ. კონფერენციის ძირითად პანელებს წარუძღვნენ ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე და უნივერსიტეტის აფილირებლი პერსონალი გიორგი ჩხიკვაძე. ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკოე.
კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ევროპულ ღირებულებებზე, ღია საზღვრებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ლიბერალიზმის მნიშვნელობას, კანონის უზენაესობას, ბრექსიტს, სახელმწიფოს როლს მონეტარულ სისტემასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ძირითადი საერთაშორისო მომხსენებლები იყვნენ სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე პირები:
პროფ. ქრისტოფერ ლინგლი (აშშ) აზიის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (AIDIA-კატმანდუ) საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური მრჩეველი, გლობალიზაციის ინსტიტუტის (ბრიუსელი) აკადემიურ მრჩეველთა საბჭოს წევრი.
პროფ. რიჩარდ თეზერი (დიდი ბრიტანეთი) ბრიტანული ოფშორის საგადასახდო სისტემის წამყვანი სპეციალისტი.
კაი ვაისი (გერმანია), ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის კვლევების კოორდინატორი და “Hayek Institute-ს“ ბორდის წევრი.
თომას ბაჩაიმერი, European Goldstandard Institute ის პრეზიდენტი, აქვს დუბლინის, მიუნხენისა და ვენის საფონდო ბირჟებზე მუშაობის დიდ გამოცდილება
ფედერეკო ფერნანდესი (არგენტინა), „Fundación Internacional Bases-ს“ პრეზიდენტი და ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის წევრი.
ვ.ხაჩატურიანი (სომხეთი), ერევანის ყოფილი მერი.
მოხსენებით წარსდგენენ ასევე საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფ. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, ახალი ეკონომიკური სკოლის ექსპერტები გია ჯანდიერი, პაატა შეშელიძე.
კონფერენცია გაგრძელდა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტების მონაწილეობით.
კონფერენციის მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი