06ივლ,2020
Free Market Road Show 2020
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტმა უკვე მეორედ უმასპინძლა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - Free market road Show. წლევანდელი კონფერენციის თემა გახლდათ “მეწარმეობისა და ინოვაციების როლი კრიზისების პერიოდში“, რომელიც პანდემიის გათვალისწინებით ონლაინ ვებინარის ფორმატით გაიმართა.
ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ:
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თამთა მიქაბერიძე;
,,ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” დამფუძნებელი - გია ჯანდიერი.
კონფერენციის უცხოელი მომხსენებლები გახლდათ:
ჯონ ქიშოლმი - მეწარმე, ინვესტორი, სტარტაპერთა და ბიზნეს-ანგელოზთა ჯგუფის კონსულტანტი;
პიერ გარელო - ეკონომიკის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი - ევროპაში;
დან მიტჩელი - თავისუფლებისა დაკეთილდღეობის ცენტრის დამფუძნებელი (აშშ);
ფილიპ ტომპსონი - თავისუფალი ვაჭრობისა და ინტელექტუალური საკუთრების ანალიტიკოსი.
Free Market Road Show ყოველწიურად სტარტს იღებს აპრილიდან, გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე და ტარდება ევროპის ყველა ქალაქში. თბილისში იგი იმართება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსა“ და ,,ავსტრიის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის“ ორგანიზებით.