
25ივნ,2023
ფსიქოლოგიის ლექტორის ERASMUS+ პერსონალის მობილობა სლოვაკეთში
2023 წლის 19-23 ივნისს, ფსიქოლოგიის ლექტორი, თეონა ნუცუბიძე ERASMUS+ პერსონალის მობილობით იმყოფებოდა რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც ერთი კვირის მანძილზე სამუშაო შეხვედრები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის დროს თეონა ნუცუბიძე შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობების, საზოგადოებასთან ურთიერთობების, რექტორისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებს. „მობილობამ შესაძლებლობა მომცა გამეცნო დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი კოლეგა და მასთან უშუალო შეხვედრის ფარგლებში გამეზიარებინა გამოცდილება სწავლების მათეულ მეთოდებსა და გამოწვევების შესახებ. წამოვიღე კონტაქტები იმ კოლეგებისა, რომელთანაც ვითანამშრომლებთ სამომავლოდ ერთობლივ პროექტებზე განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით “ - თეონა ნუცუბიძე.
ფსიქოლოგიის დეპარტამენტთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ფაკულტეტების საქმიანობაზე, ერთობლივ ინტერესსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რუჟომბეროკის უნივერსიტეტთან 2018 წლიდან თანამშრომლობს ERASMUS+ ისა და CUP (Catholic Universities Partnership) ის პროექტების ფარგლებში.