
11ივნ,2021
FUCE 2021 - სტიპენდიანტების ვინაობა ცნობილია
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამმა სტუდენტმა „FUCE"-ს სასწავლო გრანტი მოიპოვა!
საბაუნის ექსკლუზიური სასწავლო გრანტის „FUCE"-ს ფარგლებში სტუდენტები 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრს ვარშავის ვიშინსკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლიან.
ალბინა აღაპიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: ,,უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შანსი მომეცა ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა და ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ „FUCE”-ს გრანტის მფლობელი გავხდი. ჩემთვის ეს მობილობა ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას უზრუნველყოფს.“
თორნიკე ხუბულაშვილი - ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
"ვფიქრობ „FUCE”-ს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და მისი განსხვავებული მიმართულებით განვითარებისათვის და ვთვლი, რომ მნიშვნელოვნად დამეხმარება კარიერულ წინსვლაში";
ანდრია ქორქია - ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი: ,,ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და გამოწვევაცაა. „FUCE"-ს სასწავლო გრანტი ხელს შემიწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მიღებაში. მე მზად ვარ ამ პროექტისათვის და დიდ იმედებს ვამყარებ მასზე“.
ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წარმატება და ამავდროულად გამოწვევაა თითოეული სტუდენტისათვის, „FUCE"-ს სასწავლო გრანტის შედეგად სტუდენტები შეძლებენ შეიძინონ და გაიფართოონ ცოდნის არეალი, ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მათ წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.