16ნოე,2021
FUCE გენერალური ასამბლეა
ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) გენერალურ ასამბლეას საბაუნის წარმომადგენლები რექტორი პროფ. ვაჟა ვარდიძე და პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა დაესწრნენ.
შეხვედრაზე ფედერაციის წლიური ანგარიში წარადგინეს, ასევე ფედერაციას დაემატა ახალი წევრი უნივერსიტეტები ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ საბაუნისა და რამდენიმე უნივერსიტეტთან დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, როგორიცაა ერთობლივი პროექტები, გაცვლითი პროგრამები.
გენერალური ასამბლეა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანია ფედერაციის წევრი უნივერსიტეტების დაახლოება, ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.
საბაუნი ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციაში 2018 წელს გაწევრიანდა და ამ დროიდან მოყოლებული აქტიურადაა ჩართული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. შეგახსენებთ რომ, ფედერაციის წევრობის წყალობით, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნეირებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიპოვონ ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის დადგენილი სასწავლო სტიპენდიები (FUCE Scholarship) და ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში ერთი სემესტრი სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, სტუდენტები მონაწილეობენ ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ყოველწლიურ საზაფხულო სკოლაში " ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში" სრულიად უფასოდ ან ნაწილობრივი დაფინანსებით. FUCE დაფუძნდა 1991 წელს და დღესდღეობით აერთიანებს 60-ზე მეტ ევროპის და ლიბანის უნივერსიტეტებს.