
16აპრ,2021
FUCE გრანტის მფლობელი სტუდენტების შთაბეჭდილებები
სულხა-საბა ორბელიანის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა მოიპოვა ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ევროპის კათოლიკური უნივრსიტეტების ფედერაციის (FUCE) სასწავლო გრანტი და 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრს პოლონეთში, სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში გადიან. ისინი ერთი თვეა რაც ვარშავაში არიან და აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.
მარიამ ჯიქურაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც სრული ლოქდაუნის პროცესში ადამიანებს სახლიდან გასვლაც კი ეკრძალებათ, ორმაგი იყო ის სიხარული, რაც FUCE პროგრამამ უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობითა და კარდინალ სეფანის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობით მომანიჭა. შეუდარებელია უცხოური გამოცდილება, რომელიც მე უკვე მქონდა თუმცა ამ ეტაპზე სრულწლოვან და სრულებით დამოუკიდებელს მიწევს სწავლასთან ერთად ისეთ საკითხებზე ზრუნვა როგორიცაა ბიუჯეტის სწორად მართვა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება. დავიწყე ყოველი დღით ტკბობა და გააზრება იმისა, რომ ეს რამდენიმე თვე, რაც შეიძლება პროდუქტიულად და ჩემი მომავლისთვის სასიკეთოდ გამოვიყენო. მოტივაციას მაძლევს ყოველი ლექცია, რომელიც გამოწვევაა და ყოევლთვის რაღაც ახალს მაძლევს. მიყვარს ყოველი დღე და ტრამვაით ქალაქის დათვალიერება, ხალხის და კულტურის უკეთ შესასწავლად. ალბათ არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნებები, რაც უნივერსიტეტში შესვლისას თუ პირველი ლექციაზე დასწრებისას განვიცადე. თავისუფალ დროს ბედნიერებაა ისეთ ადამიანებთან ყოფნა რომლებიც შენსავით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები, თუმცა ყველას ერთი მიზანი გვაქვს, შევიქმნათ უკეთესი მომავალი, რის შანსსაც ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტი გვაძლევს. დავდივართ ვარშავის ქუჩებში, ვუზიარებთ ერთმანეთს პოლონურ, იტალიურ, ქართულ თუ ესპანურ ხუმრობებს. ვჩერდებით ქართულ საცხობებთან და ვათვალიერებთ დიდი ყურადღებით. ვცხოვრობთ თავისუფალი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე ცხოვრებით- ვგრძნობთ რომ ყველაზე ცოცხალი და ენერგიებით სავსე ადამიანები სწორედ აქ და ახლა ვართ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ აქ ყოფნის ერთმა თვემ მომცა, უფრო მეტი და საინტერესო წინაა... საბაუნიმ ჩემი ოცნებები რეალობად აქცია.
ზურაბ მურვანიძე, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: „კარდინალ სტეფან ვიშინსკის ვარშავის უნივერსიტეტი იმაზე მეტად ახლობელი და ამავდროულად ჩემთვის საუცხოოდ დამაინტერესებელი აღმოჩენა გახლავთ ვიდრე ეს წარმომედგინა. ახალ ქალაქთან, ცხოვრების ეტაპთან, ადაპტირებაში მნიშვნელოვანი იმპულსი მომცა უნივერსიტეტში პირველი ვიზიტისას ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული პერსონალის უშუალობამ და პატივისცემამ, მეტად თავაზიანად, მეგობრობულად დახვედრამ... იმ ქვეყნიდან, საიდანაც მე ვარ ალბათ მასპინძლობას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ, რასაც ნამდვილად ნამდვილად ვგრძნობ ლექტორების, სტუდენტებისა და იმ ინტერნაციონალური, ინტერკულტურული გარემოდან სადაც მე ვსწავლობ... მე ვფიქრობ სხვა უნარებთან ერთად ჩემმა მიდგომებმა, დროისა და ცოდნის განკარგვის განხრითაც მკვეთრად დაიწყო ჩამოყალიბება. შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის ძირითადი შინაარსი ვერ ვიტყვი რომ უცხოა ჩემთვის (რადგან ამის საკმაო ბაზისური განათლება მშობლიურმა უნივერსიტეტმა მომცა) თუმცა აქამდე ნაცნობი თუ უცნობი, ახალი და სხვა ფორმით შემოთავაზებული საგნები, სიახლეებით სავსე და მეტად საინტერესო სჩანს, რასაც მკაფიოდ გასდევს ევროპული გამოცდილება და ,,შტრიხები". მოლოდინი სემესტრის ბოლომდე მჯერა შედეგებთან ერთად კიდევ უფრო მიზნობრივად პროგრესირებადი და სახალისო იქნება, რასაც გავართმევ თავს და, „causa finalis"- "მე ეს გამომივიდა!" იქნება.
გალერეა

