12იან,2026
FUCE-ს საზაფხულო სკოლა “ევროპული ჰუმანიზმი მშვიდობის ფორმირებაში“
2026 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას თემაზე „ევროპული ჰუმანიზმი მშვიდობის ფორმირებაში“.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო (გარდა პირველი კურსის სტუდენტისა) და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
პირობები:
- მგზავრობის ხარჯებს ფარავს თავად სტუდენტი
- ცხოვრების და კვების ხარჯებს ფარავს ფედერაცია
მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 29 იანვრისა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ. ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ FUCE summer school 2026.
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან საბაუნის ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, საბაუნის ენების ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი).
- ინგლისური ენის ტესტირების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 25 იანვრისა ბმულზე
დედლაინები:
- 29 იანვარი - საბუთების მიღება
- 30 იანვარი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
- მარტის ბოლო, ფედერაციის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და აპლიკანტების ინფორმირება.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება - 40%
- ინგლისური ენის ცოდნა - 30 %
- მოტივაცია - 30%
შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბაკალავრის პროგრამის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის პროგრამა (კურსები)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში:
ელ. ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115