22იან,2026
FUCE სასწავლო გრანტი 2026
ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისთვის, ცხადდება საბუთების მიღება FUCE სასწავლო grant-ის მოსაპოვებლად 2026-2027 სასწავლო წლისათვის, რომელიც განკუთვნილია საბაუნის თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. FUCE (ევროპული კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაცია)-ს სტიპენდია Erasmus+ მსგავსად, გულისხმობს სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის მანძილზე კრედიტების აღიარების პირობით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ფედერაციის წევრ საბაუნის პარტნიორ ერთ-ერთ უნივერსიტეტში.
შერჩეული სტუდენტი მიიღებს 2500 ევროს უცხოეთში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად.
მობილობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი წელი;
- თეოლოგიის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- კარგი აკადემიური მოსწრება;
- მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების ერთ-ერთი ენის ცოდნა;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული მობილობის სემესტრში კიდევ სხვა გრანტი;
- მაღალი მოტივაცია და სათანადო კომპეტენცია უცხოეთის უნივერსიტეტში უცხო ენაზე სასწავლებლად.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან) ;
- პასპორტის ან პირადობის ასლი;
- ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო იმ ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2), რომელზეც მიმდინარეობს სწავლა მიმღებ უნივერსიტეტში (არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მინიმუმ 200 სიტყვა) (წერილში ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტუდენტის მოტივაცია, რატომ სურს კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა, რა სასწავლო კურსები მიაჩნია საინტერესოდ, როგორია მისი მიზნები და რამდენად დაეხმარება ეს მობილობა ამ მიზნების მიღწევაში);
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი).
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიმართება გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და შეირჩევიან სტუდენტები.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- უცხო ენის ფლობა (B2)
- მოტივაცია
შენიშვნა: შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არასოდეს მიუღიათ უცხოეთის სასწავლო გრანტი
შერჩეული აპლიკანტების სია გადაიგზავნება ფედერაციაში, სადაც ფედერაციის ბორდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ფედერაციაში გადასაგზავნი დოკუმენტაცია
- შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა ;
- პასპორტის ასლი;
- აკადემიური მოსწრების ბარათი (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე);
- სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში) (200 სიტყვა);
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი);
- FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება სტუდენტს, გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის);
- მასპინძელ უნივერსიტეტში მიღების წერილი;
- ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელფასო ცნობა/ამონაწერი ბანკიდან მშობლის ან უშუალოდ აპლიკანტის) მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი.
მნიშვნელოვანი ვადები:
- თებერვალი, 15:00 სთ - საინფორმაციო შეხვედრა
- 4 მარტი - რეგისტრაცია
- 26 თებერვალი 12:00 სთ - ტესტირება უცხო ენაში მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტის დაწერის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე ( https://forms.gle/z1wyKDCGgNR5StRi8 ), არაუგვიანეს 24 თებერვლისა)
- 5 მარტი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან საბოლოო პასუხები ცნობილი გახდება მაისში და აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, უქმე დღეებში გადმოგზავნილ მეილზე გიპასუხებთ სამუშაო დღეებში.
საბაუნის პარტნიორი ფედერაციის წევრი უნივერსიტეტებია:
- იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი)
- იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი)
- იგნატიანუმის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
- კათოლიკური უნივერსიტეტი რუჟომბეროკში (სლოვაკეთი)
- პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
- ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია)
- ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი (საფრანგეთი)
- აიხშტატის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
- სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- უნივერსიტეტი ლუმსა (იტალია)
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 408 ოთახი.