08მაი,2023
გადამზადება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში
სამედიცინო სფერო ყოველდღიურად ვითარდება, SABAUNI -ს მედიცინის ფაკულტეტი კი ამ ტემპის კვალდაკვალ აგრძელებს კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მედიცინის ფაკულტეტი სტუდენტებს დახვდეს ყველაზე თანამედროვე, ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სასწავლო გარემო.
სულხან -საბა ორბელიანი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 8-9 მაისს ჩატარდა გადამზადება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში, რომელიც მოცავდა: ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური/პრაქტიკული გამოცდა, ცოდნის შეფასების კომპონენტის შედგენა (MCQ, MCQ,SBA, EMQ), პრობლემაზე/კლინიურ ქეისზე დამყარებული სწავლება.
ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი დანიელ სალსედო, MD, MHPE ქეის ვესტრნ რეზერვ უნივერსიტეტის სიმულაციური და ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი. აშშ