22დეკ,2023
გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "თეოლოგიური განათლების პრობლემები და გამოწვევები საქართველოში"
თეოლოგიის ფაკულტეტის, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით საბაუნიში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "თეოლოგიური განათლების პრობლემები და გამოწვევები საქართველოში."
პანელის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოში თეოლოგიური განათლების ისტორია და პრობლემები.
მონაწილეებმა ისაუბრეს:
- შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ეპოქაში არსებულ თეოლოგიურ საგანმანათლებლო სისტემებზე;
- ისტორიული გამოცდილების მნიშვნელობასა და თანამედროვე ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე;
- იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს დგას თეოლოგიური განათლების წინაშე საქართველოში;
- ქართველი თეოლოგების მდგომარეობასა და მათ სამომავლო გეგმებზე.