
22ივლ,2020
გარე მობილობა საბაუნიში
2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით ჩარიცხვისთვის გამოყოფილია შემდეგი ადგილები:
ბაკალავრიატი
N | საგანმანათლებლო პროგრამა | ადგილები |
1 | სამართალი | 30 |
2 | საერთაშორისო ურთიერთობები | 10 |
3 | ბიზნესის ადმინისტრირება | 10 |
4 | ტურიზმი | 15 |
5 | ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირება | 5 |
6 | თეოლოგია | 5 |
საბაუნიში შემოდგომის სემესტრში მობილობა უკვე ფსიქოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოცილოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზეცაა შესაძლებელი.
7 | ფსიქოლოგია | 10 |
8 | სოციოლოგია | 10 |
9 | პოლიტიკის მეცნიერება | 10 |
მაგისტრატურა
N | საგანმანათლებლო პროგრამები | ადგილები |
1 | სამართალი | 10 |
2 | ბიზნესის ადმინისტრირება | 5 |
3 | თეოლოგია | 5 |
ჩარიცხვის ვადები:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაცია - 31 ივლისი-19 აგვისტო 18:00 საათი
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 20 აგვისტო - 04 სექტემბრი
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 08-11 სექტემბრი
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა − 14 სექტემბერი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით (დამოწმებული დადგენილი წესით);
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-თ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი;
- შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
- სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
- მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი;
საბუთების მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3
ასევე შეგიძლიათ საბუთები გადმოგზავნოთ საბაუნის ოფიციალურ მეილზე: info@sabauni.edu.ge
ბრძანება გარე მობილობასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ საბაუნიში მობილობით ჩარიცხული ყველა სტუდენტი 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს 2020-2021 სასწავლო წლის მანძილზე.
ასევე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი პაკეტით:
- სწავლის გადასახადზე 50 % ფასდაკლება ერთი წლის მანძილზე;
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
- დამატებით ერთი საგნის გავლის შესაძლებლობა (30 კრედიტს მიღმა, შემოდგომაზე შემოთავაზებული საგნებიდან);
- 20%-იანი ფასდაკლება ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე მეორე სემესტრიდან, ერთი წლის მანძილზე;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე