
19ივლ,2024
გარე მობილობა
2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
15 |
2 |
მაგისტრატურა |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
3 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
4 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
7 |
5 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
6 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
7 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
8 |
მაგისტრატურა |
ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა |
15 |
9 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
10 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
20 |
11 |
ბაკალავრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
12 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
13 |
ბაკალავრიატი |
ინგლისური ფილოლოგია |
20 |
14 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
15 |
მაგისტრატურა |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
ჩარიცხვის ვადები
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ - რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით, საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 2024 წლის 12-19 სექტემბერი;
-
აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - 2024 წლის 19-20 სექტემბერი;
-
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 23 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3.
- სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
- ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვაქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისმიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი;
- მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომისა და დიპლომის დანართის (შესაბამისიგანათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტისსტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში; სტატუსისშეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება).
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა დამიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „1-6“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) წარმოდგენა.
ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვაქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისმიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთანგათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაშიმიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრებისდამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
- შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
- გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
- მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.