10აგვ,2026
გარე მობილობა
საბაუნი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე მობილობას აცხადებს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გარე მობილობას აცხადებს.
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2026 წლის 24 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ვაკანტური ადგილები პროგრამების მიხედვით
| საფეხური | საგანმანათლებლო პროგრამა | ვაკანტური ადგილი |
|---|---|---|
| ბაკალავრიატი | სამართალი | 20 |
| მაგისტრატურა | სამართალი | 4 |
| მაგისტრატურა | საჯარო მმართველობა | 2 |
| ბაკალავრიატი | საჯარო მმართველობა | 4 |
| ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირება | 7 |
| ბაკალავრიატი | ტურიზმი | 13 |
| მაგისტრატურა | ბიზნესის ადმინისტრირება | 3 |
| მაგისტრატურა | ადამიანური რესურსების მართვა | 3 |
| ბაკალავრიატი | საერთაშორისო ურთიერთობები | 5 |
| ბაკალავრიატი | ფსიქოლოგია | 15 |
| მაგისტრატურა | აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება | 2 |
| ბაკალავრიატი | პოლიტიკის მეცნიერებები | 4 |
| ბაკალავრიატი | ინგლისური ფილოლოგია | 14 |
| ბაკალავრიატი | თეოლოგია | 2 |
| მაგისტრატურა | თეოლოგია | 2 |
| მაგისტრატურა | ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია | 4 |
მობილობის ვადები
- ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია — 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე;
- რეგისტრაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება — 9-14 სექტემბერი;
- აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების გაფორმება — 15-19 სექტემბერი;
- მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტის ელექტრონულ რეესტრში ასახვა — 21 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტები
მობილობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- სარეგისტრაციო განაცხადი;
- ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში — სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში — შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში — პასპორტის ასლი და ქართულ ენაზე შესრულებული, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- 3×4 ზომის ფოტოსურათი და მისი ელექტრონული ვერსია;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შესაბამისი პირებისთვის;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, ბეჭდით დამოწმებული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ტრანსკრიპტი — გავლილი სასწავლო კურსების, კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
მობილობის მსურველ პირს კრედიტების აღიარების პროცესში შეიძლება დაეკისროს შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამის — სილაბუსის წარმოდგენაც.
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. №3