10დეკ,2021
გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ცხადდება საბუთების მიღება აკადემიური პერსონალისათვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ მოკლე ვადიანი მობილობით მასპინძელ უნივერსიტეტში, როგორც ლექციების ჩასატარებლად, ასევე კვლევების საწარმოებლად.
აპლიკანტი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელით, დანარჩენ ხარჯებს აპლიკანტი საკუთარი ხარჯებით დაფარავს.
მობილობის ხანგრძლივობა:
2 კვირა, 1 თვე ან 2 თვე, აპლიკანტი თავად ირჩევს მობილობის ვადას.
მობილობა უნდა დაიგეგმოს 2022 წლის პირველი თებერვლიდან 30 ივნისის განმავლობაში.
საბუთების წარმოდგენის (რეგისტრაციის) ბოლო ვადა: 2021 წლის 20 დეკემბერი.
რეგისტრაციისას აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს სააპლიკაციო ფორმა და სამუშაო გეგმა (დანართი 1), რომელიც შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს პროფესორთან (აპლიკანტი თავად უნდა დაუკავშირდეს პოლონელ პროფესორს და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს მობილობის პერიოდი).
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილებას მიიღებს საბაუნის საგანგებოდ შექმნილი კომისია.
აპლიკანტს შეუძლია განაცხადი გააკეთოს შემდეგი ტიპის მობილობაზე:
- კვლევითი მობილობა;
- სასწავლო მობილობა;
- კვლევა და სასწავლო მობილობა ერთად;
- კვლევითი სტაჟირება.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის აფილირებულ პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს.
სავალდებულოა უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ)
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დოკუმენტი რომელიც დაასაბუთებს რომ აპლიკანტმა სათანადოდ იცის ინგლისური ენა (მაგ. Აქვს ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ტელ.: 577347713 შორენა პარუნაშვილი