12თებ,2024
გაზაფხულის სემესტრის Erasmus+ პროგრამის სტიპენდიატები
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს საბაუნის 11 სტუდენტი უცხოეთში, პარტნიორ უნივერსიტეტებში ისწავლის. სტუდენტების მობილობა ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს ერთი სემესტრით უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლას სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით მოსარგებლე სტუდენტები (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, მრავალშვილიანი ან მარტოხელა მშობლების შვილები) მიიღებენ დამატებით გრანტს თვეში 250 ევროს ოდენობით.
უცხოეთში გამგზავრებამდე Erasmus+ გრანტის მფლობელ სტუდენტებს, საბაუნის პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.
მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის Erasmus+ KA171 მობილობის სტიპენდიატები არიან:
- შალვა ხოსიტაშვილი - სამართლის ფაკულტეტი, სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- გიორგი ქაჯაია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- მარიამ ტურაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ნინო ჭულუხაძე - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- სტეფანე ხითარიშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ბადრი ქალდანი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ნიკოლოზ სვიმონიშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი,ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- თორნიკე ძირკველიშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ანა ჯანჯღავა - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- მარიამ ოქრომჭედლიშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, კალიშის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- ფარნაოზ მურვანიძე - სამართლის ფაკულტეტი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სტუდენტების მიერ უცხოეთში მიღებული განათლება მობილობის დასრულების შემდეგ სრულად აღიარდება ფაკულტეტების მიერ.
ვულოცავთ სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და საინტერესო საერთაშორისო სემესტრს ვუსურვებთ!