19ივნ,2017
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) პრეზენტაცია
2017 წლის 19 ივნისს, საბაუნიში გაიმართა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) პრეზენტაცია ქართველ ალუმნებთან და საბაუნის პროფესორებთან. KAAD-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მარკუს ლაიმბახმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა საბაუნისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მიერ ერთობლივი კონფერენციის ორგანიზებაც. პრეზენტაციას საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე დაესწრო, რომელიც ამავდროულად არის KAAD -ს წარმომადგენლობის პრეზიდენტი საქართველოში.