
05თებ,2018
ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 05 თებერვალს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ა) ისტორია, ეკლესიის ისტორია - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
- ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი
ტურიზმის მიმართულებით
ა) საეთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი
ბ) ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, არჩეულმა კანდიდატმა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან ხელი უნდა მოაწეროს აფილირების შეთანხმებას.
კანდიდატებისათვის დადგენილი ძირითადი და დამატებითი მოთხოვნა და შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ძირითადი კრიტერიუმები:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასისტენტის თანამდებობაზე შეძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარება;
- სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
- სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში);
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე , ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი (სასწავლო უნივერსიტეტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).
შენიშვნა: სილაბუსისადმი არსებული მოთხოვნები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sabauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას (ც. ხითარიშვილი), ტელ: 2422242/101 ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge
საბუთების მიღება განხორციელდება 2018 წლის 05 მარტიდან 06 მარტის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მისამართი: კ.ქუთათელაძის №3, I სართული კანცელარია. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 2422242/101, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2018 წლის 07 მარტიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 14 მარტამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.