
10დეკ,2020
II საფაკულტეტო კონფერენცია სამართალში
7 დეკემბერს გაიმართა საბაუნის II საფაკულტეტო კონფერენცია სამართალში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სულხან-საბა ორბელიანის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, გორის სახელმწიფო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
კონფერენციის გამარჯვებული გახდა თინათინ ფეიქრიშვილი (საბაუნი, მაგისტრატურა), მეორე ადგილი დაიკავეს გულჩინა ახმედოვამ (სტუ, ბაკალავრიატი), თორნიკე მარგველაშვილმა (საბაუნი, მაგისტრატურა) და მარიამ ჭუმბაძემ (საბაუნი, მაგისტრატურა), ხოლო მესამე ადგილი - მარიამ მარტიაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი) და ანა არგანაშვილმა (საბაუნი, ბაკალავრიატი).
კონფერენციაში მონაწილეებს სერტიფიკატებში, ხოლო პრიზიორებსა და გამარჯვებულს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
გალერეა





