
22ოქტ,2020
II საფაკულტეტო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტურ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების მიმართულებით.
კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
- კერძო სამართალი
- საჯარო სამართალი
- სისხლის სამართალი
- სამართლის მეთოდები
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 7 დეკემბერი
მოთხოვნები:
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემურ საკითხს და ავტორი გვთავაზობდეს მისი გადაჭრის გზებს.
მომხსენებელმა ნაშრომი შეიძლება წარადგინოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, არაუმეტეს 2 ადამიანისა.
პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 6 ნოემბრისა (შერჩეული კანდიდატების ნაშრომების სახელწოდებები შესაძლოა დაკორექტირდეს პირველ ეტაპზე)
კონფერენციაში მონაწილეობის შედეგები ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა.
მეორე ეტაპზე მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დასრულებული ნაშრომი არაუგვიანეს 30 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
s.qartsivadze@sabauni.edu.ge ტელ: 558722230
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
სრული ტექსტი: 10- 12 გვერდი, შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9), ხაზებს შორის სივრცე: 1,15, მინდვრები: 2-2-2-2 სმ, აბზაცებს შორის სივრცე: 0, ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), შესავალი, ძირითადი ტექსტი, დასკვნა და ბიბლიოგრაფია.
მესამე ეტაპი - კონფერენცია. მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია, არაუმეტეს 10-15 წუთისა. ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 7 დეკემბერს.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით. წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.