30ოქტ,2024
იმანუელ კანტის დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობენ. ორდღიანი კონფერენცია 2024 წლის 29-30 ნოემბერს გაიმართება.
კონფერენციის მთავარი მიზანია კანტის შემოქმედების ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების ფილოსოფიის, პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფიის კონტექსტში.
საქართველოში კანტის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას მდიდარი ისტორია აქვს. მისი ნაშრომები ქართულ ენაზეა თარგმნილი, მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტები, როგორებიცაა "წმინდა გონების კრიტიკა", "პრაქტიკული გონების კრიტიკა" და "მარადიული მშვიდობისკენ".
კონფერენციის პირველი დღე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (ი. ენუქიძის 6) გაიმართება, მეორე დღეს კი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (კ. ქუთათელაძის ქ. 3) უმასპინძლებს. ორივე დღის ბოლოს დაგეგმილია შემაჯამებელი პანელური სხდომა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: პროფ. გიორგი თავაძე, პროფ. დიმიტრი გეგენავა, პროფ. ზვიად როგავა, პროფ. ვაჟა ვარდიძე
მოხსენებების ხანგრძლივობა: 20-25 წუთი + დისკუსია (15-20 წუთი)
საკვანძო თარიღები:
აბსტრაქტების მიღების პერიოდი: 2024 წლის 10 ნოემბერი
გადაწყვეტილება აბსტრაქტების მიღების შესახებ: 2024 წლის 20 ნოემბერი
აბსტრაქტები (200-250 სიტყვა, sylfaen, ინტერვალი 1,5) გამოგზავნილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართებზე:
- interdisciplinary@eeu.edu.ge
- princedavid@sabauni.edu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.