
15მაი,2016
იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში
016 წლის 15 მაისს, საბაუნიში ჩატარდა სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის „რიგით პირველი შეჯიბრი იმიტირებულ პროცესში სისხლის სამართლის მიმართულებით“ პირველი ტური, სადაც ერთმანეთს ოთხი გუნდი დაუპირისპირდა: ნოდარ ბურდულისა და ჯუნა ირიაულის, პაატა მასინძელაშვილისა და ედუკი შეყილაძის გუნდები. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ შეჯიბისთვის, რაც კარგად გამოჩნდა პროცესის მსვლელობის დროს. იმიტირებულ პროცესს ესწრებოდნენ გულშემატკივარი სტუდენტები და ადმინისტრაციის წევრები.