16აპრ,2026
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში
ცხადდება საბუთების მიღება ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში. პროექტის თანახმად, საბაუნის სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ ერთი სემესტრი პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარების პირობით. შერჩეული სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადიდან როგორც მიმღებ უნივერსიტეტში, ასევე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
შემოთავაზებულ კურსებს ინგლისურ ენაზე გაეცანით ბმულზე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
- მეორე და მეტი კურსის სტუდენტებს
- აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტებს
- ფინანსური დავალიანების არქმონე სტუდენტებს
- სტუდენტებს რომელთა GPA აღემატება 2-ს
- სტუდენტებს რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს მინიმუმ B2 დონეზე
ფინანსური ნაწილი
- პროექტის ფარგლებში სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადიდან
- სტუდენტი თავად ფარავს მგზავრობის და პარიზში ცხოვრების ხარჯებს
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- ინგლისური / ფრანგული ენების ცოდნა
- მაღალი მოტივაცია
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- რეკომენდაცია საბაუნის აფილირებული პროფესორისგან
- ინგლისური/ფრანგული ენების დამადასტურებელი სერტიფიკატი* (არ ქონის შემთხვევაში, უცხო ენების ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას. ტესტირებისთვის გაიარეთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 3 მაისისა შემდეგ ბმულზე.
- სამოტივაციო წერილი
ტესტირების შემთხვევაში, არაა სავალდებულო სერტიფიკატის გადმოგზავნა რეგისტრაციის დროს, საბუთების გადმოგზავნისას მიუთითეთ რომ დარეგისტრირებული ხართ ტესტირებისთვის
მნიშვნელოვანი თარიღები:
5 მაისი, 10:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
5 მაისი - საბუთების გადმოგზავნა
7- 8 მაისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 30 აპრილამდე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ Exchange_ICP
შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური შერჩეული კანდიდატების სიას გადაუგზავნის მიმღებ უნივერსიტეტს, რის შემდეგაც საბოლოო პასუხი ეცნობებათ მონაწილეებს ელ.ფოსტის მეშვეობით.
მიმღები ინსტიტუტის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
ოთახი 408, მეოთხე სართული ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge