
17აპრ,2025
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა ავსტრიაში
ცხადდება საბუთების მიღება ლეობენის უნივერსიტეტში (ავსტრია) ინდივიდუალური გაცვლით პროგრამით სასწავლებლად მსურველთათვის. შერჩეული სტუდენტები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან პარტნიორ უნივერსიტეტში, ავსტრიაში.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორივე საფეხურის სტუდენტებს და ასევე, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტუდენტს ჰქონდეს მაღალი GPA, ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე და არ ჰქონდეს ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტთან.
პროგრამა უზრუნველყოფს:
- საცხოვრებელს
- ყოველთვიური ვაუჩერი უნივერსიტეტის სასადილოში (60 ევრო თვეში)
- სწავლის საფასურს
სტუდენტი თავად ფარავს:
- მგზავრობას
- დაზღვევას
- სავიზო მოსაკრებელს
პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა გაიაროს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის ეკვივალენტი საგნები. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებს რომელიმე საგანს, მოუწევს საგნის ღირებულების უკან დაბრუნება.
საჭირო დოკუმენტაცია:
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურად)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სამოტავაციო წერილი
- CV (სახელი, გვარი (როგორც პასპორტშია) და დაბადების თარიღის მითითებით)
აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ მიმდინარე წლის 28 აპრილის ჩათვლით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge და დასახელებაში მიუთითეთ, BAL _MUL
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებით გასაუბრების ზუსტი დღისა და დროის შესახებ.
შერჩევის შემდეგ, სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის პორტალზე.
საჭირო დოკუმენტაცია: (მხოლოდ შერჩევის შემდეგ)
- სააპლიკაციო ფორმა
- სასწავლო ხელშეკრულება
- ინგლისური ენის ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
- CV
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურად)
- პასპორტის ასლი
- მაგისტრატურის სტუდენტების შემთხვევაში, ბაკალავრის დიპლომი
- ატესტატი
- ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამსახურიდან, ამონაწერი ბანკიდან)
- დაზღვევა (ჯანმრთელობის, მგზავრობის და მესამე პირის)
დოკუმენტების ნაწილი ხელმისაწვდომია პორტალზე.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ir@sabauni.edu.ge